LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი მოზარდის მეორე ოპერაცია დასრულდა

86

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი მოზარდის მეორე ოპერაცია დასრულდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

“მეორე ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. თუმცა ბუნებრივი მაჩვენებლები სტაბილურია”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.