LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს, რაც ძალიან გვახარებს: კლინიკის დირექტორი

76
unnamed

რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან გოფოძის განმარტებით, აღნიშნული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

მისივე განცხადებით, კიდევ ერთ პაციენტზე ელოდებიან მეორე ტესტის პასუხს და თუ განმეორებითი ტესტირების შემდეგ ისიც უარყოფითი იქნება, მეორე პაციენტიც გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.

„ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე, მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს, განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ ალბათ, ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას“, – განაცხადა გოფოძემ.

ამასთან, მისივე თქმით, კლინიკას გუშინ ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომლის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც გოფოძე განმარტავს, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტი იმყოფება, საიდანაც, 40-ს აქვს კორონავირუსი.

„მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად არა“, – აცხადებს გოფოძე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 107 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 5 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები