თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაიქცევა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორი საუბრობს. როგორც ლევან გაქოძე ამბობს, კლინიკაში მოთავსდება ყველა ის პაციენტი, ვინც კორონავირუსით პოტენციურად დაინფიცირებული იქნება. მისივე ინფორმაციით, ლინიკაში აქამდე მყოფი პაციენტები კი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდებიან.
“ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ჯერჯერობით ეს იქნება საკარანტინო ზონა. ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. დღეს მთლიანად დაიცლება პაციენტებისგან კლინიკა და ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყებთ მიღებას”,-თქვა კლინიკის დირექტორმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, მათგან ორმა ირანში, ერთმა კი – იტალიაში იმოგზაურა.
თბილისის ბაგა – ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა
სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება