პირველი რესპუბლიკის მოედანზე შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელის მოწყობა დაიწყო. მოედანზე უკვე მიმდინარეობს გამყოფი უსაფრთხოების კუნძულის მშენებლობა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, მათ სამუშაოების დაწყებამდე, ქვეითთა შუქნიშნის მოწყობის საკითხი ჯერ კომპიუტერული მოდელირებით დაამუშავეს და შექმნა სქემა, რომელიც ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს და ამავდროულად, ავტომობილების ნაკადის შეფერხებას გამორიცხავს.
გადასასვლელის მოწყობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ იქვე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი შშმ პირებისთვის და მოხუცებისთვის ადაპტირებული არ არის, არაკომფორტულია საბავშვო ეტლით გადაადგილებისთვის.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქვეითთათვის ახალი შუქნიშანი უახლოეს ხანებში ჩაირთვება.