LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპერი, რომელიც ბანკომატების გაძარცვაზე მღეროდა, ბანკომატის გაძარცვისთვის დააპატიმრეს

74
Capture

აშშ-ში, ტეხასელი რეპერი რომელსაც ბანკომატების გაძარცვაზე არაერთხელ გაურეპავს, სიმღერის ტექსტში ნახსენები დანაშაულისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

30 წლის ლადიშნ რაილი სამ თანამზრახველთან ერთად ნეშვილის პოლიციამ დააპატიმრა. დაკავებულს ბრალი ერთ-ერთი ბანკის მიმდებარედ განთავსებული ტექნიკის გაძარცვისთვის წაუყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ოთხეულმა ტომრები გაავსო ფულით და ორი ავტომობილით მიიმალა. ერთი ავტომობილი კომპანია Hertz-ს ეკუთვნოდა და დაქირავებული იყო. სწორედ ამ კომპანიის დახმარებით პოლიციამ დამნაშავეები ძალიან მალე იპოვა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რაილი რეპს კითხულობს და ფსევდონიმი 213 Jugg god-ით სარგებლობს. მაისში მან კლიპიც გამოუშვა, სადაც აშშ-ს სხვადასხვა შტატებში დადის, ბანკომატებს ძარცვავს და ნაღდი ფულით გატენილი ავტომობილით სახლისკენ მიემართება. შეიძლება ითქვას, რომ რეპერმა გამოძიებას საქმე ძალიან გაუადვილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები