კომპანია Renault სტოკჰოლმში ელექტრომობილების პირველ სადემონსტრაციო ცენტრს გახსნის (Electric Vehicle Experience Center). კონცეპტუალურ მაღაზიაში, რომელიც შვედეთის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ Täby Centrum-ში მდებარეობს, წარმოდგენილი იქნება მარკის ელექტრომობილების მთელი ხაზი.
მაღაზია რამდენიმე ზონად დაიყოფა. მასში შოუ რუმი, საინფორმაციო ზონა, დასატენი ინფრასტრუქტურა და მოსაცდელი დარბაზი იქნება.
Renault-ს ელექტროქარების ხაზი ამჟამად შემდეგი მოდელებისგან შედგება: ჰეთჩბეკი Zoe, ფურგონი Kangaroo Z.E და სითი ქარი Twizy.