LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault სამი ქარხნისგან „ელექტრონულ ქალაქს“ ააშენებს

39
b4068b1f684983d268584005ffdd65e4661d3f4f

კომპანია Renault–მა გრანდიოზული გეგმები გაამხილა. კომპანია საფრანგეთის ჩრდილოეთში „ელექტრონული ქალაქის“ აშენებას გეგმავს.

ფრანგულმა მწარმოებელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ახალი საწარმოს ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც სახელად Renault ElectriCity ეწოდება. ბაზა რეალურად სამ ქარხანას გააერთიანებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურის დამსახურებით ადგილობრივი კომპანიებისთვისაც მიმზიდველი გახდება.

გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ElectriCity–ის წარმოება ყოველწლიურად 400 000 ელექტროქარს მიაღწევს. ამასთან, „ელექტრონულ ქალაქში“ 700 სამუშაო ადგილიც გაჩნდება და იქვე გაიხსნება ბრენდის უნივერსიტეტი და სასწავლო ცენტრი. ასე რომ, Renault ელექტროქარების წარმოების საქმეში ნამდვილი გადატრიალების მოწყობას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები