LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault ჩინეთში ელექტროქარებს გატესტავს

26

კომპანია Renault ჩინეთის ქუჩებში ახალი ელექტროქარების გამოცდას გეგმავს. ავტოპილოტი მოდელების შესახებ გამოცემა Automotive News საუბრობს.

მოსალოდნელია, რომ ელექტროქარების ტესტირება ჰეთჩბექი Zoe-თი დაიწყება. ღონისძიება სტარტს 2016 წლის ნოემბერში აიღებს და ქალაქ უჰანში, ტბის მახლობლად გაიმართება. ტესტირება რამდენიმე კვირა გაგრძელდება და გამოცდაში ორგანიზატორები ჩინურ წარმომადგენლობასთან ერთად ჩაერთვებიან.

როგორც ჩანს, აღნიშნული ფაქტით ქვეყნის მთავრობაც დაინტერესებულია. ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის ქალაქის მმართველობამ ფრანგულ კომპანიას დახმარება შეთავაზა. სარეკლამო კამპანია და სპეციალური საგზაო ნიშნები ადგილობრივებმა საკუთარ თავზე აიღეს.

2020 წლისთვის ალიანსი Renault-Nissan 10 სერიულ მოდელს წარმოადგენს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგომოხმარებისა და ავტოპილოტის სისტემით აღიჭურვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები