„Renault, Auchan, Leroy Merlin-მა და სხვებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება. მათ უნდა შეწყვიტონ ბავშვებისა და ქალების მკვლელობის დაფინანსება“, – ამის შესახებ უკრაინის პირველი პირი აცხადებს.
საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგ დეპუტატებს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ საფრანგეთის პარლამენტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა, რა დროსაც მან ფრანგულ კომპანიებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, Renault-მა რუსეთში, კერძოდ, მოსკოვის ქარხანაში წარმოება განაახლა. ინფორმაციას სანდრო წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ Renault-ის გადაწყვეტილებას წარმოების განახლების შესახებ, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.