„12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ. რენატა ჩემთან ცხოვრობს… მათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, არ მინახავს, არ შევსწრებივარ“, – ამის შესახებ მოდელის, რენატა ბეგიაშვილის მამამ, ზურა ბეგიაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ შვილის სახეზე დაზიანებები არ უნახავს.
„მე იქ არ ვყოფილვარ, მისი მეგობრებისგან ვიცი, რომ მთელი დღე ერთად იყვნენ, ყველას დაულევია, რენატა საკმაოდ დამთვრალა.
როგორც მეგობრები ამბობენ, რენატას მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა თუ რაღაც ეგეთი, მერე როგორც ვიცი, შალვამ ფეხსაცმელი ესროლა, თუ რაღაც. რენატას ვესაუბრე, ზუსტად არ ახსოვს არაფერი.
„ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის“ – ქართველი მოდელი ფიზიკური ძალადობის შესახებ წერს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი
დაიწყო თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციის საფუძველზე სამართლებრივი რეაგირება - „ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. 12 წელია ერთად არიან, მაგრამ ერთად არ უცხოვრიათ, რენატა ჩემთან ცხოვრობს, ბავშვიც ჩემთან არის, მათ კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით, მე არ მინახავს, არ შევსწრებივარ. რენატას სახეზე ან ტანზე დაზიანება არ მინახავს.
შაკოს 12 წელია, ვიცნობ, ბავშვი 8 წლისაა, არ მახსოვს, სანდრას მამაზე ეთქვას, რომ ხმამაღალი სიტყვა უთხრა, ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარეც, შაკოსგან არც აგრესია დამინახავს და არც სხვა რამე.“ – განაცხადა ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს სოციალურ ქსელში მოდელმა, რენატა ბეგიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, ბეგიაშვილის ყოფილი მეუღლე კი 25 აპრილს დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.