დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი რემდესივირთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას და აღნიშნავს, რომ მედიკამენტი აფთიაქებში არ გაიყიდება და ძირითადად მძიმე პაციენტებზე გამოიყენებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში წამალი რემდესივირი ორ კვირაში შემოვა.
ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია 112 რომ რეკავს და ვეუბნებით, ადგილი არ გვაქვს: რატიანი
“რემდესივირის მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. მაგრამ ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ესაა წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს”, — განაცხადა გამყრელიძემ.
ბევრი ჩემი კოლეგა მაშინ ინფიცირდება, ჭამის დროს რომ იხსნის ნიღაბს: იმნაძის რეკომენდაცია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კოვიდ 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მჯამად სამი ვაქცინა გადის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპს. ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საუბრები იმის შესახებ, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი 1 ან 3 თვის შემდეგ იქნება, გადაჭარბებული იმედებია.
დაავადებათა კონოტრიოლის ცენტრის ხელძღვანელის ინფორმაციით, 700 000 ადამიანისთვის სამყოფი კორონავირუსის ვაქცინის დოზა უკვე შეუკვეთილია. ვაქცინის დამტკიცების შემდეგ კი, პირველ რიგში, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები აიცრებიან.