LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რემდესივირი მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა”: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალ, უნიკალურ მეთოდს გამოიყენებენ

148
94485169-1600395043458680-1891189295746646016-o

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ მის კლინიკაში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივირს” არ იყენებენ. ლევან რატიანმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, რამდენიმე ფაქტი მოწმობს, რომ “რემდესივირი” მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა კოვიდინფექციის მკურნალობისას, შესაბამისად, მედიკამენტს რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

„ვარ რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, სადაც შეყვანილია რემდესივირით მკურნალობა, მაგრამ ჩვენს კლინიკაში რემდესივირთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნება, რომ რემდერსივირთერაპია დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ“, – განმარტავს რატიანი.

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ – ლევან რატიანი

კლინიკის დირექტორმა ბრიფინგზე  ტესტირების ახალ მეთოდის გამოიყენების შესახებ ისაუბრა. ლევან რატიანი აცხადებს, რომ გაიტესტა „ჯინექსპერტ“ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. რატიანი განმარტავს, რომ აღნიშნული მეთოდი არ იქნება მასობრივი.

„ეს არის უნიკალური მეთოდი. ალბათობა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი, რადგან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 პაციენტი გაეწერება, მათ შორის 2 მოზარდია