LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი აღარ განიხილავს

82

სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ პარლამენტიდან გაითხოვა და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო მასზე აღარ იმსჯელებს, ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კანონპროექტის ავტორი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე იყო, ხოლო ინიციატორი – სოსო ჯაჭვლიანი.

განმარტებითი ბარათში წერია, რომ “რამდენიმე წელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ. გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობების და სიმბოლოების შეურაცხყოფას. სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და იერარქების შეურაცხყოფა.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები