LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენოციდის ტოლფასი ოპერაციები

218
BeFunky-collage

ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენოციდის ტოლფასი ოპერაციები, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია საავადმყოფოების, სკოლების, მეჩეთების და ეკლესიების დაბომბვით.

„ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას ისრაელის მიმართ, არასოდეს გააფართოოს თავისი თავდასხმების ფარგლები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ოპერაციები, რომლებიც გენოციდს უტოლდება. გვჯერა, რომ ჩვენი რეგიონი მიაღწევს მუდმივ სტაბილურობას ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებით, რომლებიც გარანტირებული იქნება მუსლიმების, ებრაელების, ქრისტიანების და ამ მიწებზე მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები