LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეიმსის პრეზიდენტმა კანკავა კრიხოვიაკს შეადარა

37

ფრანგული “რეიმსის” პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ, საკუთარი გუნდის წევრის, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა.  ”რეიმსის” ოფიციალურ ვემბგვერდთან მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ  კანაკავა უმაღლესი დონის ფეხბურთელია.

“ჩვენ ის ფეხბურთელები შევიძინეთ, რომლებიც მწვრთნელმა გვთხოვა სხვადასხვა პოზიციების გასაძლიერებლად. ასეთი შემთხვევა იყო ჯაბა კანკავაზეც. მას გრიგორი კრიხოვიაკს შევადარებდი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კრიხოვიაკი ჩვენთან ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად. ჯაბა კი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ვისაც დიდი გამოცდილება გააჩნია”, – თქვა “რეიმსის” პრეზიდენტმა.

როგორც იცით ”კანკავა” რეიმსში დნეპროპეტროვსკის ”დნიპროდან” გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავოდა.

ვიდეოს ლინკი