LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეიჩელ უაისმა და დენიელ კრეიგმა ქალიშვილი გამოაჩინეს (ფოტო)

207
11907772-0-image-a-83_1554475118013

გასული წლის 1 სექტემბერს, რეიჩელ უაისი და დენიელ კრეიგი პირველი საერთო ქალიშვილის მშობლები გახდნენ. წყვილმა გოგონა, რომლის სახელი ამ დრომდე უცნობია, დღის სინათლეზე პირველად რამდენიმე დღის წინ გამოაჩინა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აქამდე ჰოლივუდის ვარსკვლავების პატარა სახალხოდ არავის უნახავს, მედია მის საჯარო დებიუტს დიდი ინტერესით ელოდა. მოლოდინს ამძაფრებდა ის ფაქტიც, რომ დედის თქმით, ახალშობილი მამის ასლია.

აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან ფოტოებზე მარტივად შესამჩნევია ,,ჯეიმს ბონდისა” და მისი ახალი გოგონას მსგავსება.

აღსანიშნავია, რომ 49 წლის უაისისა და 51 წლის კრეიგისთვის ეს პირველი შვილი არ არის. ისინი წინა ქორწინებებიდან, დარენ არონოფსკთან და ფიონა ლაუდონთან, 12 წლის ჰენრისა და 26 წლის ელას ზრდიან.

შეგახსენებთ, რომ რეიჩელ უაისმა და დენიელ კრეიგმა 2011 წლის 22 ივნისს იქორწინეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები