LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულარული ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება

227
1183887511

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მიერ საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა.

 „ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით“ – წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის და რიგის აეროპორტებს შორის.

შეგფახსენებთ, ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1  ივლისიდან გაუხსნა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანაში უპირობოდ  ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ –  გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები