საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ არსებულ აქტიურ NOTAM-ში მორიგი კორექტირება შეიტანა, რომლის მიხედვითაც საქართველომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები კიდევ ერთი თვით გადაავადა და ის ნაწილობრივ დახურული 2021 წლის 1-ელ თებერვლამდე დარჩება.
უფრო კონკრეტულად კი, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით (31.01.21). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ს კოდი LIME);
შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის: