LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულაციების დაცვის კუთხით გვაქვს ქაოსი, ზოგიერთი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით არ იცავს რეგულაციებს, ზოგი შემალულად არ იცავს – ბურჯანაძე რესტორნებში არსებულ ვითარებაზე

52
20210511200757

1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, დაშვებულია ყველა ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.

„ჩვენი მოთხოვნა არის „მწვანე ზონა“ დარჩეს, ოღონდ იმ პირობით, რომ მას უსაფრთხოდ შეეძლოს იმ ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დღეს აკრძალულია. 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით დაშვებულია ყველა “ივენთის” და ღონისძიების ჩატარება „რეგულაციების დაცვით“. ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს რეგულაციები იქნება დაცული? ვერ იქნება. რეგულაციების დაცვის კუთხით გვაქვს ქაოსი, ზოგიერთი ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით არ იცავს რეგულაციებს. ზოგი შემალულად არ იცავს, ზოგიც ამბობს და არ იცავს და ასეთი ქაოტური ვითარება გვაქვს“, – ამბობს ბურჯანაძე.

მისივე თქმით, რესტორნებისთვის დაწესებული რეგულაციების კონტროლი არ ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები