LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონის მასშტაბით, საქართველოში პოლიტიკოსებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან

87

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა პოლიტიკოსებისადმი ნდობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველო 135 ქვეყნიდან 73-ე ადგილს იკავებს. მან 7 ბალიანი შეფასების სისტემიდან 2.3 ქულა მიიღო.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, იქ პოლიტიკოსებს საქართველოზე მეტად ენდობიან

თურქეთი 70-ე ადგილზე – 2. 9 ქულით

სომხეთი 57-ე ადგილზე – 3.2 ქულით

აზერბაიჯანი 20-ე ადგილზე – 4.7 ქულით

რუსეთი 51-ე ადგილზე – 3.4 ქულით

 

ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს ენდობიან სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ახალ ზელანდიაში, კატარში, ფინეთში, ნორვეგიაში, ლუქსემბურგში და შვეიცარიაში.