LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში ყინვისგან დაზიანებული გზების შეკეთება დაიწყო

38

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებსინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

დეპარტამენტის ცნობით, მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო  გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დეპარტამენტის კონტრაქტორმა ორგანიზაციებმა, დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები დაიწყეს.

ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს: აჭარის რეგიონში, ხაშური-ახალციხე-ვალეს, სენაკი-ფოთი-სარფის, სამტრედია-აბაშისა და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზებზე.

უახლოეს დღეებში, გზის შეკეთება დაიწყება ვაზიანი-გომბორი-თელავისა და ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზებზე.