LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში გასტრო ტურები გრძელდება – საქართველო ვიზიტორებს ახალ ტურისტულ პროდუქტს შესთავაზებს

109
215173952-4087978161252135-8669058279802427575-n

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასტრონომიის ასოციაციასთან და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციასთან ერთად, რეგიონებში გასტრონომიულ ტურებს აგრძელებს.

ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის მხარეს გამოცდილი შეფმზარეულები ესტუმრნენ და ადგილობრივ კერძებსა და მომზადების  წესებს გაეცნენ. გასტრო-ტურის ფარგლებში, შეფმზარეულებმა  მასპინძლებთან ერთად კერძები მოამზადეს.

ტურის ფარგლებში, კულინარიული მასტერკლასები გაიმართა სოფელ ჭობარეთში, ტურის მონაწილეები ესტუმრნენ სოფელ უდეში დედათა მონასტერს, დაათვალიერეს ახალციხეში მდებარე რაბათის ციხე და მუზეუმი. კულინარიული ტურის ფარგლებში, ასპინძაში მოეწყო ქვევრის ლუდის დეგუსტაცია.

„გასტრო ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ახალი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტურისტებში. ჩვენი ამოცანა და პროექტის მიზანია, საქართველოს ყველა კუთხის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გასტრონომიული პოტენციალის წარმოჩენა, სწორ ტურისტულ პროდუქტად ფორმირება და შემდეგ ჩვენი ვიზიტორებისათვის შეთავაზება,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები