LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა მესამედ იქორწინა

3580
rezo-gigineishvili-wedding-3

რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი მესამედ  დაქორწინდა და ეს მნიშვნელოვანი თარიღი ვიწრო წრეში აღნიშნა. მისი მესამე ოფიციალური რჩეული გახლავთ ნადეჟდა ობოლენცევა, რომელიც ბიზნესვუმენია. სანამ ქართველ რეჟისორს გაჰყვებოდა ცოლად, ნადეჟდა ორჯერ იყო გათხოვილი, ორივეჯერ ბიზნესმენებზე. რეზოსაც მანამდე ორი ქორწინება ჰქონდა, მათ შორის ნადეჟდა მიხალკოვასთანაც, რომელიც ცნობილი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი გახლავთ.

რეზო გიგინეიშვილისა და ნადეჟდა ობოლენცევას ქორწილი ახლახან გაიმართა. მას ესწრებოდა ქართველი მომღერალი მირანდა მირიანაშვილი, რომელმაც ქორწილიდან ორი ფოტო გამოაქვეყნა.

რეზო გიგინეიშვილი ქართველი მაყურებლისთვის ფილმით „მძევლები“ გახდა ცნობილი, რომელიც ცნობილ „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეს ეძღვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები