სასტუმრო “რედისონთან” შეკრებილები ფანჯრების მიმართულებით კვერცხებს ისვრიან. აქციის მონაწილეებმა, ფანჯრებში უცნობი პირები დაინახეს, რომლებიც რუს დეპუტატებს მიამსგავსეს და სწორედ ამიტომ დაიწყეს კვერცხების სროლა.
შეგახსენებთ, პარლამენტთან დაწყებული აქცია სასტუმრო “რედისონთან” გრძელდება. აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. „პუტინ ხუილო”, “გაუმარჯოს საქართველოს”. მათი მოთხოვნებია, რუსი დეპუტატების სასწრაფო დეპორტაცია საქართველოდან და იმ საორგანიზაციო ჯგუფის “ბოდიში”, რომელმაც რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლა და გამოსვლა უზრუნველყვეს.
ერთი კაციც კი თუ დავრჩებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე!
„პუტინ ხუილო“ - აქცია რედისონთან გრძელდება [ვიდეო]
“ერთი კაციც კი თუ დავრჩებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე” – განაცხადა დავით ქაცარავამ, რომელიც აქციის მონაწილეებს შორისაა.
სასტუმრო „რედისონში“ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმყოფება. აქციის მონაწილეებმაც პარლამენტიდან „რედისონის“ მიმართულებით სწორედ ამის გამო გამომდინარე გადაინაცვლეს.
ვიდეო: ქეთი გიგოლაშვილი