კომპანია Aston Martin-ისა და Red Bull-ის საერთო ჰიპერქარი – AM-RB 001 ახალ რეკორდს ხსნის. ავტომობილს არც მეტი არც ნაკლები 320 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 10 წამში შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
სერიული რალის მოდიფიკაციის წონა 1000 კგ-ს შეადგენს. მოდელი დაკომპლექტებულია ბენზინის V12 ტიპის გამწევით, რომელიც 1000 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.
,,V12 – ეს იყო ემოციური არჩევანი. აღნიშნული აგრეგატით, ავტომობილები არამარტო რაციონალურები, არამედ, ემოციურებიც არიან’’ – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ინჟინერმა დევიდ კინგმა.
ჰიპერქარის შემქმნელებმა ამტკიცებენ, რომ როგორც Formula-1-ის ავტომობილები, ასევე AM-RB 001-ს შეუძლია სპა-ფრანკოშის გზაზე ისევე სწრაფად ასპარეზობა, როგორც ეს WEC-ის სპორტპროტოტიპებს შეეძლო.