ფორმულა ერთის Red Bull-ის გუნდის პილოტებმა მაკს ფერსტაპენმა და დენიელ რიკარდომ ლადა 4×4-თან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს. როგორც ჩანს, ავტომობილი უგზოობაში გამოსცადეს. ფოტოები კოლექტივმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ფერსტაპენი ტვიტერის ერთ-ერთ პოსტში ამბობს, ავტომობილი Lada Sport RS-ია V12 ძრავით და ის გადახურდა. პილოტი გაოცებულია, რომ ავტომობილს საკიდარი კიდევ არ დაუზიანდა.
როგორც ჩანს, Red Bull-ის გუნდი აზერბაიჯანში გრან-პრის დაწყებამდე მორიგ პრომო რგოლს იღებს.
No one likes team orders 📻😂#AzerbaijanGP pic.twitter.com/3eNn7QIuS3
— Red Bull Racing (@redbullracing) 26 April 2018