მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. განახლებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში” დაგხვდებათ ახალი:
საფეხმავლო ბეტონის ბილიკები
ხელოვნური ტბა
ველო-ბილიკები
სასმელი წყლის სოკოები
ფანჩატურები
ზონირების შესაბამისი ნიშნები
სკეიტპარკი და საბავშვო გასართობი მოედნები
დასასვენებელი ადგილები
ახალი ხემცენარეები
მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა: არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები. გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები.
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა.
➡პროექტის ღირებულება დაახლოებოთ 7.8 მილიონი ლარია.
ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.