LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეალურად “ომიკრონის” 4 ქვეშტამი არსებობს, არ არის გამორიცხული ქვეყანაში ოთხივე ცირკულირებდეს” – რა ვიცით “ომიკრონით” რეინფიცირების შესახებ

19914
BeFunky-collage (72)

“ომიკრონით რეინფიცირებას აქვს კონკრეტული საზომი. კვლევების მიხედვით, 5,1-ჯერ მეტია ომიკრონით რეინფიცირების რისკი, ვიდრე ეს იყო დელტას შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თუნდაც 1 თვის წინ გადატანილი გაქვს რომელიმე კორონავირუსი, ეს არ არის თქვენთვის გარანტია, რომ ომიკრონით არ დაინფიცირდებით”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა.

“თუ ადრე გვქონდა სრული უფლება გვეფიქრა, რომ გადატანიდან 6-9 თვის განმავლობაში ის იყო დაცული, ომიკრონმა ეს ზღვარი წაშალა და თუ თქვენ გადაიტანეთ მაგალითად დეკემბერში როცა საქართველოში დელტა იყო დომინანტური, შეიძლება იანვარშიც დაინფიცირებულიყავით ოღონდ ამჯერად ომიკრონით. ამიტომ რეინფიცირების შემთხვევები ძალიან ბევრია და ეს არის 1-1 განმასხვავებელი სხვა შტამებისგან”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რა ზომები უნდა მივიღოთ ოჯახის წევრების „ომიკრონისგან“ დასაცავად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მესამე კვირის კოვიდით ინფიცირების შემთხვევების 90-95% „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 სუბშტამებია, თუმცა ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს ომიკრონის 4 ქვეშტამი და არ არის გამორიცხული, 2 აღმოჩენილი შტამის გარდა დანარჩენი ორიც ცირკულირებდეს ქვეყანაში.

“ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ ომიკრონის 2 ქვეშტამი არსებობს. რეალურად ომიკრონს 4 ვარიანტი გააჩნია – ეს ვარიანტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად არიან გავრცელებულები.

საქართველოში ჯერჯერობით ჩვენთან სეკვენირების მეთოდით 2 ვარიანტია აღმოჩენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მარტო ორია ქვეყანაში, არ არის გამორიცხული ოთხივე ვარიანტი ცირკულირებდეს ქვეყანაში. არის თუ არა შესაძლებელი 1 ვარიანტით ინფიცირების შემდეგ შეგხვდეს მეორე ვარიანტი, ანუ ომიკრონითვე რეინფიცირება მოხდეს,ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით.

ძალიან ცოტა დროა “ომიკრონის” გავრცელებიდან გასული და შესაბამისად, მონაცემებიც არ არის ბევრი, მაგრამ დღევანდელი ინფორმაციით ომიკრონის მუტაციაზე ვიცით ის, რომ თუ ადამიანი პირველი ვარიანტით დაინფიცირდა ის დაცული არის მეორე ვარიანტით დაინფიცირებისგან.

მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არის წინასწარი მონაცემები, ვინაიდან ომიკრონის სხვა ქვეშტამებზეც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, შესაბამისად, რეინფიცირებაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე: წლის ბოლოსთვის, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი