მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები გაცოფებულები არიან გარეთ ბეილის მოთხოვნით: უელსელი ხელფასის მომატებას ითხოვს.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ სკანდალი მწიფდება.
ბეილი ფაქტობრივად შეუთანხმდა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ახალ კონტრაქტზე. ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოსვლის და ევროპის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრის შემდეგ, უელსელს მადა გაეხსნა და წლიურად 17 მლნ ევრო მოითხოვა.
როგორც Sport.es-თვის გახდა ცნობილი, ბეილის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებამ გუნდის შიდა კლიმატზე გავლენა იქონია. ბევრი ფეხბურთელი უკმაყოფილოა გარეთის მოთხოვნით და მიიჩნევენ, რომ 27 წლის ფეხბურთელი მთლად ამდენსაც არ იმსახურებს.