LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალში პერესს კონკურენტი არ ყავს: პრეზიდენტი რჩება

30

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სამეფო კლუბის თავკაცად 2021 წლამდე დარჩება. საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა, რაც იმას ნიშნავს, ფლორენტინო პერესს ხელშეკრულება ავტომატურად გაუხანგრძლივდა.

პერესი “რეალის” სათავეში პირველად 2000-2006 წლებში იყო, შემდეგც სამწლიანი პაუზა ქონდა. 2009 წელს კვლავ დაბრუნდა და დღემდე ხელმძღვანელობს ყველაე წარმატებულ კლუბს.
პერესის პრეზიდენტობის დროს “რეალმა” ოთხჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ორჯერ სამეფო თასი, სამჯერ ესპანეთის სუპერთასი, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი და ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები