მადრიდის “რეალს” კრიშტიანუ რონალდუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება აღარ სურს.
2013 წელს “სამეფო კლუბმა” პორტუგალიელ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ”რეალს მეტი აღარ უნდა და ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი აღარ არის. ამის შესახებ goal.com ირწმუნება.
შეგახსენებთ, ამ დღეებში რონალდუს მეოთხე ოქროს ბუცი გადაეცა, სადაც თქვა, რომ კიდევ 5-6 წელი სურს “რეალში” თამაში. თუმცა, გაითვალისწინებენ თუ არა კლუბის ისტორიაში შესაძლოა საუკეთესო ფეხბურთელის სურვილს ძნელია სათქმელია, ”რეალი” ხომ ცნობილია ერთგვარი უმადური დამოკიდებულებით საკუთარი ვარსკვლავების მიმართ.