LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალობა ისაა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტის განხორციელება არ უნდა – მამუკა ხაზარაძე

223
9417fd81633818a071fffb03f0c00d55-XL

“მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ანაკლიის პროექტი. ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„სახალხოდ და რასაც ამბობენ კარს მიღმა, რადიკალურად სხვადასხვა რამ არის“,- განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, რეალობა კი ისაა, რომ მთავრობას ანაკლიის პროექტის განხორციელება არ უნდა.

დღეს, 18 საათზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადა ამოიწურა.
ვადის ამოწურვამდე სამი საათით ადრე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის “საბოტაჟირება მოახდინა” ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. მისივე თქმით, მათ 10 ოქტომბერს ჩააბარეს დოკუმენტაცია, სადაც კონკრეტული ხედვები იყო წარმოდგენილი და დღეს ისინი აღარანაირი დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებენ.

დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმის წარდგენილი დოკუმენტაცია მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.