LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალმა სარეკორდოდ ბევრი ფული იშოვა

28

მადრიდის ”რეალმა” გასულ სეზონში სარეკორდო 620 მილიონი ევრო იშოვა.
”სამეფო კლუბმა” შემოსავალი 7,4%-ით გაზარდა.

”რეალმა” 2015/16 წლების ფინანსური პერიოდის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური საიტის მიხედვით, 2016 წლის 30 ივნისისთვის კლუბის შემოსავალმა სარეკორდო თანხა – 620 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 7,4%-ით მეტია წინა პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდის სალდომ (შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა) 211,5 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 102,6 მილიონითაა გაზრდილი. ვალი 108,9 მილიონით შემცირდა და ახლა სულ რაღაც 13,1 მილიონს შეადგენს.

”რეალის” დირექტორთა საბჭო 23 ოქტომბერს შეიკრიბება, სადაც საანგარიშო პერიოდის შედეგებზე იმსჯელებენ.

კლუბის საოპერაციო მოგებამ 2015/16 წლების ფინანსურ პერიოდში (ტრანსფერების შემოსავლები არ ითვლება), პირველად გადააჭარბა 600 მილიონ ევროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები