პოპულარული რეალითი შოუ „კარდაშიანების ოჯახი“ მომავალ წელს, 2021 წელს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კიმ კარდაშიანმა, „ტვიტერზე“ გაავრცელა.
„ჩვენ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, „კარდაშიანების ოჯახს“ დავემშვიდობებით. ამ შოუმ გვაქცია იმად, ვინც ახლა ვართ“, – წერს კიმი.
❤️💔 pic.twitter.com/PaAF4hgmU5
— Kim Kardashian (@KimKardashian) September 8, 2020
ცნობისთვის, რეალით შოუ ტელეკომპანია E!-ს ეთერში 14 წლის განმავლობაში გადიოდა, სწორედ მან მოუტანა კიმს, მის დებს, კენდალ და კაილი ჯენერს, კორტნი და ჰლოეს და მის დედას, კრის ჯენერს განსაკუთრებული პოპულარობა.
„კარდაშიანების ოჯახის“ ბოლო, 21-ე სეზონს 2021 წელს ვიხილავთ.