LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის ვარსკვლავებს ახალი მანქანები ჩამოურიგეს: ვინ რომელი აუდი აარჩია (ფოტოები)

351

მადრიდის “რეალის” სპონსორმა, გერმანულმა ავტოკონცერნმა “აუდიმ” ტრადიციას არ უღალატა და როგორც ამას ყოველწლიურად აკეთებს – ახალი ავტომობილები გადასცა “სამეფო კლუბის” წევრებს.

ფეხბურთელებმა ძვირფასი საჩუქრები ჩემპიონთა ლიგაზე აპოელ-ის 6:0 დამარცხების შემდეგ მიიღეს.

“რეალის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო აქაც გამორჩეული აღმოჩნდა და სწორედ მას ერგო ავტომობილი, რომელსაც წარმოდგენილ მოდელებს შორის ყველაზე მძლავრი ძრავა ჰქონდა – RS7. ის 600 ცხენის ძალაზე მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, ფასი კი 150 ათას ფუნტს შეადგენს.

მადრიდელთა დამრიგებელს ზინედინ ზიდანს ასევე ძლიერი მოდელი შეხვდა – RS6.

ყველაზე ძვირი მანქანა ერგო სეხიო რამოსს – 200 ათასად ღირებული R8 Spyder.

სხვებზე მოკრძალებულნი აღმოჩდნენ გარეთ ბეილი და ისკო, რომლებმაც არჩევანი Q7 Sport-ზე შეაჩერეს, რომლის ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 272 ცხენის ძალაა და სულ რაღაც 70 ათასი ფუნტი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები