Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რეალის ფეხბურთელებს ახალი BMW-ები დაურიგეს: ვინ აირჩია უძვირესი მოდელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალის ფეხბურთელებს ახალი BMW-ები დაურიგეს: ვინ აირჩია უძვირესი მოდელი

137
ENTREGA-BMW-JOSELU_1VC4970Thumb,7

19 წელიწადი მადრიდის „რეალი“ Audi-სთან თანამშრომლობდა, მაგრამ 2022 წლიდან „სამეფო კლუბის“ სპონსორი BMW გახდა.

ამასწინათ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა გერმანული კომპანიისგან ახალთახალი მოდელები მიიღეს.

შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც მხოლოდ ელექტროქარები იყო შეთავაზებული, წელს ფეხბურთელებს ჰიბრიდული მოდელების აღებაც შეეძლოთ.

ფეხბურთელებს შესთავაზეს 4 მოდელი: iX, XM, i4 და i7.
მათ შეეძლოთ ინდივიდუალური ფერი შეეკვეთათ.

კურტუამ, კეპამ, ნაჩომ, კარვახალმა, ბელინგემმა, მოდრიჩმა, სებალიოსმა, გიულერმა, როდრიგომ და ხოსელუმ ყველაზე ძვირიანი მოდელები აირჩიეს. ფასი 140-დან 180 ათას ევრომდეა.

ფეხბურთელებს მანქანების დატენის პრობლემა არ ექნებათ. „რეალს“ ვალდებებასის ბაზაზე დამონტაჟებული აქვს ელექტროქარების სატენი სადგური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები