LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი სტადიონს გადააკეთებს: ქალაქის საბჭო სამეფო კლუბს ზღუდავს

129

მადრიდის ”რეალი” ზაფხულში ”სანტიაგო ბერნაბეუს” რეკონსტრუქციას შეუდგება, რომელიც 400 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა და მადრიდის ქალაქის საბჭომ რეკონსტრუქციის პროექტზე შეთანხმებას ამ კვირაში უნდა მიაღწიონ.

სამუშაოების შედეგად ”ბერნაბეუ” უფრო მაღალი გახდება. ეს იმის გამო, რომ კლუბს მუნიციპალურ ტერიტორიაზე გაფართოების უფლება არ მისცეს. ამავე მიზეზით, სტადიონის სიახლოვეს აღარ აშენდება სასტუმრო, როგორც ამას ”რეალი” თავიდან გეგმავდა.

რეკონსტრუქცია ”რეალის” მუზეუმს შეეხება, ასევე VIP-ლოჟას და სტადიონის სახურავს, რომელიც მოძრავი გახდება. ამასთან სტადიონის ტევადობა ფაქტობრივად არ შეიცვლება.

”სანტიაგო ბერნაბეუ” 1947 წელს გაიხსნა.
სტადიონი 81 044 ადამიანს იტევს.

 

img_9483

img_9379

img_9383

img_9398

img_9462

img_9466

img_9480

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები