მადრიდის „რეალი“ ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია მსოფლიოში. „მანჩესტერი“ და „ბარსელონა“ სამეულში არიან.
სააგენტო Brand Finance-მა მთელ მსოფლიოში საფეხბურთო კლუბების ბრენდების რეიტინგი განაახლა.
ყველაზე მდიდრად მიჩნეული „რეალი“ 1.646 მილიარდ ევროდ ფასდება.
მადრიდული კლუბი გასულ წელთან შედარებით პირველ ადგილზე აიწია და „მანჩესტერი“ ჩააჩოჩა.
მოკლედ, „რეალს“ მოყვებიან:
„მანჩესტერი“ (1,472 მლრდ), „ბარსელონა“ (1,393), „ბაიერნი“ (1,314), „სიტი“ (1,255), „ლივერპული“ (1,191), „ჩელსი“ (968), პსჟ (914), „არსენალი“ (885) და „ტოტენჰემი“ (758).