LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი დედამიწაზე ყველაზე მდიდარია

117

მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მე-11-ედ ინარჩუნებს მსოფლიოს უმდიდრესი კლუბის სახელს. მოსისხლე „ბარსელონა“ მეორე ადგილზე გავიდა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ გადაასწრო.
საბუღალტრო სააგენტო Deloitte-მა საფეხბურთო კლუბების საქმიანობის ყოველწლიური მე-19 ანგარიში წარმოადგინა და პლანეტის ყველაზე მდიდარი 20 გუნდის რეიტინგი შედგინა. პირველ ადგილს სამეფო კლუბი ინარჩუნებს, რომლის შემოსავლებმა 2015 წელს 577 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზე ანაცვლებულმა „ბარსელონამ“ 560.8 მილიონი იშოვა, „მანჩესტერი“ მესამეა 519.5 მლნ-ით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ პსჟ (480.8 მლნ) და „ბაიერნი (474 მლნ).
ისტორიაში პირველად მოხდა, რომ პირველი სამი კლუბის შემოსავლები 500 მლნ ევროს გადაცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები