მადრიდის „რეალი“ და „ადიდასი“ სარეკორდო გარიგებას ამზადებენ.
უახლოეს ხანში „ბლანკოსი“ გერმანულ კომპანიასთან ეკიპირების მიწოდებაზე კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც საფეხბურთო სამყაროში სარეკორდო გახდება. გარიგების ვადა 10 წელია და „სამეფო კლუბი“ „ადიდასისგან“ ყოველწლიურად დაახლოებით 140 მილიონ ევროს მიიღებს.
2015 წლის ზაფხულში რეკორდსმენი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა, რომელიც მსგავსი კონტრაქტით წლიურად 98 მილიონ ევროს შოულობს.