Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“რე-ანიმაცია” – ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რე-ანიმაცია” – ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება

ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება. „რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც მულტიპლიკაციური ფილმების რესტავრაციას ითვალისწინებს.

„რე-ანიმაციის“ პროექტის იდეა დიდი ხანია, არსებობს, თუმცა მის განხორციელებას რიგი ტექნოლოგიური საშუალებები სჭირდებოდა. აქამდე ფილმების და ანიმაციების აღდგენა კი მხოლოდ საზღვარგარეთ ხდებოდა.

ქართველი ბავშვები მაღალი ხარისხის და უამრავი სპეცეფექტით გაჯერებული უცხოური ანიმაციების შემდეგ, ქართულ მულტფილმებს თითქმის არ იცნობენ. სწორედ ამიტომ, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, გიორგი ხარებავა ამბობს, რომ „რე-ანიმაციის“ პროექტით ქართველ ბავშვებს შეეძლებათ, უფრო კარგად გაეცნონ საკუთარი ქვეყნის კულტურას.

მაღალი ხარისხის ციფრული ასლის შექმნის შემდეგ, ფილმების პირველი ჩვენება დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები