Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„რძის პროდუქტები, იოგურტი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, კვლევაც ამბობს, რომ ისინი ვირუსულ ინფექციებს ამცირებენ“ – პედიატრი მაია ხერხეულიძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რძის პროდუქტები, იოგურტი ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, კვლევაც ამბობს, რომ ისინი ვირუსულ ინფექციებს ამცირებენ“ – პედიატრი მაია ხერხეულიძე

243
eqimi

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვების იმუნური სისტემის გაძლიერებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ბალანსირებული საკვების აუცილებლობას.

„საკვები უნდა იყოს ბალანსირებული. თუ ბავშვი ჩვილია, ის უნდა იკვებებოდეს ძუძუთი. ეს არის უნიკალური, შეუცვლელი საკვები ბავშვისთვის. მასში ძალიან მაღალია ანტისხეულების რაოდენობა. გახსოვდეთ, რომ ეს მართლა შეუცვლელი დაცვაა თქვენი ბავშვისთვის. მოზრდილი ბავშვი უნდა ვკვებოთ მრავალფეროვანი საკვებით. მნიშვნელოვანია, მან მიიღოს ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი ჯანმრთელობისთვის: ცილა, სწორი ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები. ვიტამინები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის ფორმირებასა და ჩვენს იმუნურ პასუხში. ხილის და ბოსტნეულის მოხმარება ერთმნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ცოცხალი მეგობარი ბაქტერიები. ჩვენს ორგანიზმში და ნაწლავში განსაკუთრებით, არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიები. ხშირად მას მედიკამენტის სახითაც ვიღებთ ხოლმე. ეს მეგობარი ბაქტერიები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ფორმირებაში. ამიტომ მაწონი, რძემჟავა პროდუქტები, რძის პროდუქტები, იოგურტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. კვლევაც არის, რომ ისინი ვირუსულ ინფექციებს ამცირებენ“ – ამბობს მაია ხერხეულიძე ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში სახეწლოდებით ,,გააძლიერე იმუნიტეტი / აქციე წესად”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები