LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძის ღვინის დიზაინის პაკეტში შეფუთის მიზეზი მარაგის ამოწურვაა – მერის მოადგილე

98

თბილისის ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტის სხვა პროდუქტის დიზაინის პაკეტით შეფუთვა შესაფუთი მასალის მარაგის ამოწურვით იყო განპირობებული – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბაღებში შეტანილი რძე ღვინის შეფუთვაში იყო ჩასხმული.

როგორც ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, საბავშვო ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების შემოწმება პერიოდულად ხორციელდება. სწორედ გუშინ აღმოაჩინა  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ბაღში შეფუთვის დარღვევით შეტანილი პროდუქტი.

„შიგთავსი იყო  სხვა, გარეშეფუთვა კი განხორციელებული იყო თერმო მდგარდი პაკეტით. გუშინვე მივუთითეთ აღნიშნულ კომპანიას, რათა გამოესწორებინათ შესაბამისი ხარვეზი. კომპანიისგან მივიღეთ პასუხი რომ სრულად ხორციელდება შეფუთვა კანონმდებლობის შესაბამისად. კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ამოწორული იყო  შესაფუთი მარაგი და გაკეთებულია შესაბამისი შეკვეთა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამოსწორდება ეს ხარვეზი. რაც შეეხება საკვების შემცირებას, საკვები არაა შემცირებული, მენიუს შემადგენლობაა სხვა. ეს კი არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“ – აღნიშნა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, რძის ხარისხის შესამოწმებლად ლაბორატორიას მიმართეს. სწორედ ლაბორატორიის პასუხზეა დამოკიდებული მერიის შემდგომი ნაბიჯები.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს საკვებით 2018 წლის 15 იანვრიდან – 16 თებერვლამდე შპს „ნილი“ ამარაგებს.