LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რძალთან ომით გადაღლილი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები იახტაზე განმარტოვდნენ

300
page

ოჯახური დრამებისგან, რძალთან დაუსრულებელი უთანხმოებისგან და ჭორებისგან გადაღლილი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები მაიამიში, საკუთარ იახტაზე განმარტოვდნენ.

საკულტო ცოლ-ქმარი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა დიზაინერი დევიდთან იჯდა და ცივ ყავას შეექცეოდა. მაიამის მზეზე განავარდების დროს 48 წლის ვიქტორიამ Alo Yoga-ს, 150 ევროდ შეფასებული შორტი-კომბინეზონი მოირგო. დევიდს კი შავი შორტი და თეთრი მაისური ეცვა, მის „ლუქს“ კი დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერი რძალი, ნიკოლა პელტცი დედამთილის ჩვენებას დაესწრო და დაძაბული ურთიერთობის შესახებ მოარული ჭორები გააქარწყლა, ინსაიდერების ცნობით, ნიკოლასა და ბრუკლინის მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა მაინც ნარჩუნდება.

მილიარდერ რძალთან ნაჩხუბარი ვიქტორია ბექჰემის გასამხნევებლად, მეგობრებმა მოინახულეს

„დახვეწილი სტილის ზეიმი“ – ცოლ-ქმარი ბექჰემების უნაკლო გამოჩენა და ვიქტორიას მკაცრი მზერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები