LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომლებიც ზამთრის ტექნიკის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ

161
ფორტუნა

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.

როგორი ტიპის გამათბობელი გვჭირდება? ტექნიკის ბაზარი საქართველოში ამ მხრივ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. როგორც კომპანია „გრანდ ელექტრონიქსის“ ექსპერტ-კონსულტანტები გვირჩევენ, პირველ რიგში, უპირატესობა უსაფრთხო გამათბობლებს უნდა მივანიჭოთ (ეს ეხება როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე – ელექტროენერგიაზე მომუშავე გამათბობლებს).

თუკი ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლის მთავარი და მნიშვნელოვანი პირობა მისი უსაფრთხოდ დამონტაჟებაა, ელექტროგამათბობელს აუცილებელია, ძირს რაიმე დავუფინოთ, რათა არ გადახურდეს იატაკი და ხანძარი თავიდან ავიცილოთ.

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც ბუნებრივ და ელექტროგამათბობლებს განასხვავებს ერთმანეთისგან, მათი ეკონომიურობაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარია, სწორად განვსაზღვროთ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს სახლში, სადაც ისინი მონტაჟდება. შესაძლოა ადამიანს, რომელიც მარტო ცხოვრობს და შინ ცოტა დროს ატარებს,  შედარებით დაბალფასიანი ელექტროგამათბობლის ყიდვა უღირდეს, რადგან მაინც ძალიან მცირე დროით უწევს მისი ჩართვა.

ელექტროგამათბობლების არჩევისას კიდევ ერთ კარგ ვარიანტს ელექტრობატარეა წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის ჰაერს არ აშრობს, თამამად შეგიძლიათ დატოვოთ მთელი ღამის განმავლობაში. ასევე, აქვს ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმიც იმის მიხედვით, თუ რა ტემპერატურის შენარჩუნება გსურთ.

ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლები საქართველოში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ისინი ელექტრომოწყობილობებთან შედარებით გაცილებით ეკონომიურია. რაც აუცილებლად უნდა გაარკვიოთ მათი შეძენისას, არის ის, რომ გამათბობელი უნდა იყოს ორკამერიანი, რადგან ასეთი ტიპის გამათბობელი წვისთვის საჭირო ჰაერს გარედან იღებს, ნამწვიც გარეთ გადის და სწორად დამონტაჟების შემთხვევაში, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა. გარდა ამისა, დააკვირდით ფითილის სიგრძესაც: ის 35-40სმ უნდა იყოს, რათა ბინა კარგად გათბეს. ასევე, მნიშვნელოვანია, კორპუსი მაქსიმალურად იყოს დახვრეტილი, რათა სითბო კარგად გამოიყოს.

უფრო მეტ დეტალს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსში“ გაგიზიარებენ. ექსპერტ-კონსულტანტები გამათბობელს თქვენი ოჯახის საჭიროების მიხედვით შეგარჩევინებენ. მით უმეტეს, რომ 23, 24 და 25 ოქტომბერს „გრანდ ელექტრონიქსში“ სწორედ გამათბობლებზეა დიდი ფასდაკლების დღეები გამოცხადებული.

Midea, WARMHAUS, Ardesto Electric, Ardesto, AKOG, HOSSEVEN-ისა და ARISTON-ის ბრენდების გამათბობლებს ამ დღეების განმავლობაში მაღაზიის ხუთივე ფილიალსა და ვებ-გვერდზე განსაკუთრებულ ფასად შეიძენთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები