LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევა და რეკომენდაცია: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან

1186
BeFunky-collage (4)

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ამ დროისთვის, ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა.

კორონავირუსი უკვე ისეთ ქვეყნებში ვრცელდება, რომელთაც ჩინეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

შაბათს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ ვირუსის შეკავების შანსები თანდათან მცირდება, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ “შედარებით” მცირე რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება.

"ცნობები შემაშფოთებელია" - ირანში კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული

ირანში არსებულ ვითარებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეხმაურება.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – დაავადების პრევენციისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ხშირად დაიბანეთ ხელები

ხელები ხშირად დაიბანეთ საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს  ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.

სასუნთქი სისტემის ჰიგიენა

ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.  ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით.

რატომ?

ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის ან მოხრილი იდაყვის აფარებით თქვენ ხელს უშლით ვირუსებისა და მიკრობების გავრცელებას.

ხველისა და ცემინებისას ხელის აფარების შემთხვევაში, თქვენი  ხელის ზედაპირებზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს ავრცელებთ ირგვლივ მყოფ საგნებზე  და ადამიანებზე,  ამ ქმედებით კი ხელს უწყობთ ინფექციის გავრცელებას.

„გადი დაია თუ ძმა ხარ, ეგე ჩაყოლებაზე კიდოა მაღაზიები"- ქართველი გამყიდველი ჩინელ გოგონას არ მოემსახურა

"კორონა-შმორონა მინდა ახლა, სამი შვილი მყავს - თქვა მოფარებულიდან გამყიდველმა და გამოვიდა დახლში, დახვდა ჩინელი, ეგრევე ისევ სადღაც შევარდა"

შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია

შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და  სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ,  აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.

რატომ?

რესპირაციული ინფექციით ინფიცირებული ადამიანი, მათ შორის ახალი COVID-19 ინფექციით, ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს.

რატომ?

ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული.

თუ დაბინძურებლი ხელებით შეეხებით თვალს, ცხვირსა და პირს,   შესაძლებელია ვირუსი საგნების ზედაპირიდან საკუთარ თავზე გადაიტანოთ.

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

"საქართველოში კორონავირუსის 24 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა" - ამირან გამყრელიძე.

თუ  გაქვთ სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება  დროულად მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას თუ იმოგზაურეთ იმ ქვეყანაში სადაც გავრცელებულია ახალი კორონავირუსი COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით იმ პირთან, რომელმაც უახლოს ხანში იმოგზაურა  ჩინეთში და რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.

რატომ?

როდესაც თქვენ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომები შესაძლებელია  გამოწვეული იყოს რესპირაციული ინფექციით ან სხვა სერიოზული დაავადებით.  ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, თქვენი პირადი მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე შესაძლებელია ცხელების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყოს.

თუ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში.

თუ თქვენ გაქვთ მსუბუქი რესპირაციული სიმპტომები და არ გაქვთ მოგზაურობის ისტორია ჩინეთში, ზედმიწევით დაიცავით ხველის ეტიკეტი და ხელის ჰიგიენა, დარჩით სახლში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

"საქართველო მთვარეზე არ არის, თუ დედამიწაზე კორონავირუსის გავრცელების რისკია, ეს რისკი ჩვენთანაც მატულობს" - პაატა იმნაძე

იმნაძეს თქმით, მას შემდეგ, რაც ვირუსი ირანში გავრცელდა, რისკი საქართველოშიც გაიზარდა.

დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში.

ცხოველებთან და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან შეხების შემდეგ რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.

არ შეეხოთ დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირს ან პირს;

თავიდან აიცილეთ ავადმყოფ ცხოველებთან ან გაფუჭებულ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან კონტაქტი.

მოერიდეთ ბაზარში ცხოველებთან კონტაქტს (მაგ, მაწანწალა კატები და ძაღლები, მღრღნელები, ფრინველები, ღამურები).

მოერიდეთ მაღაზიებსა და ბაზრებში პოტენციურად დაბინძურებული ცხოველების ნარჩენებთან  კონტაქტს. არ გამოიყენოთ უმი და თერმულად ცუდად დამუშავებული ცხოველური პროდუქტები საჭმელად.

განსაკუთრებულად ფრთხილად მოიქეცით მაშინ, როდესაც გიწევთ უმ ხორცთან ან რძესთან აკონტაქტი, რადგან თავიდან აიცილოთ უმი პროდუქტებიდან ჯვარედინი დაბინძურება.

უხანში 17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტების გარეშე გამოჯანმრთელდა

8 დაღუპული და 43 ინფიცირებული – რა ზომებს იღებს ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები