LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზმაძეებს ეუბნებიან, ამ კოტეჯს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ ისევ გუგუტიანთკარში დასახლდებითო – ჟურნალისტი ია თინიკაშვილი

339
BeFunky-collage (2)

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი გუგუტიანთკარელი რაზმაძეებისთვის ნაჩუქარი კოტეჯის ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჟურნალისტი წერს, რომ ვითარება, რომელიც დღეს შეიქმნა გაუგებარი და უხერხულია.

“რაზმაძეების ოჯახისთვის დაპირებული ხის კოტეჯის კონსტრუქცია მოძრაობა ,,ლელომ” გორის მერიასთან მიაყენა და მუნიციპალიტეტს გუგუტიანთკარში მიწის გამოყოფას სთხოვს, რაზმაძეები კი ამბობენ – თუ ეს კოტეჯი ჩვენ გვაჩუქეთ, გორში დაგვიდგით სახლთან და ადგილს თავად გამოვუძებნითო, რაზეც უარი მიიღეს – მთავარი პირობაა, რომ გუგუტიანთკარში იცხოვროთო”,-წერს ია თინიკაშვილი.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ გუგუტიანთკარში არ უცხოვრია.

“რაზმაძეების ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ, ანუ მას შემდეგ არ უცხოვრია გუგუტიანთკარშირაც მათი სახლი დაზიანდა ომის დროს და ცხვირწინ ე.წ. საზღვარი გაუვლეს. იმის შემდეგ, ლტოლვილის სტატუსით გორში ცხოვრობს ეს ოჯახი 2009 წელს მიღებული კომპენსაციით შეძენილ სახლში და ახლა ეუბნებიან, ამ კოტეჯს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ ისევ იქ დასახლდებითო, თუ არა და იქ მაცხოვრებელ სხვა მეპატრონეს გამოვუძებნითო… რაღას ანანიებთ, კაცო, თუ აჩუქეთ, მიეცით!
ვერ წაადგება ,,ლელოს” ეს ნაბიჯი”,- წერს ია თინიკაშვილი.

კოტეჯი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გუგუტიანთკარელ რაზმაძეებს აჩუქა გორში ჩაიტანეს

რაზმაძეების სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, როდესაც რუსეთის სამხედროებმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ღობეები გაავლეს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2605532782818231&set=a.204234156281451&type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები