LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ მოხვდა კომპაქტ კლასი საქართველოს პირველობაზე წრიულ რბოლაში

87

კვირას, 22 მაისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს პირველობა გაიმართა. როგორც ცნობილი გახდა, წინა წელთან შედარებით, წლევანდელ შეჯიბრზე მხოლოდ ორი კლასის ავტომობილებმა (ლეგენდარული ავტომობილები და ფორმულა ალფა) იასპარეზეს. შეჯიბრს გარეთ დარჩნენ კომპაქტ კლასისა და ტოურინგ კლასის ავტომობილები.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტოურინგ კლასის (GTCC)-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე სპეციალური განცხადება ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

განცხადება 2016 წლის სეზონის ჩაშლასთან დაკავშიერბით!

კლასი COMPACT-ი შეიქმნა 2015 წლის სეზონის დასაწყისში, რამდენიმე ენთუზიაზსტი მრბოლელის იდეით, რამაც სულ მოკლე დროში მოგცვა საშუალება, რომ სტარტზე მდგარიყო 24 სპორტული ავტომობილი.

მიუხედავად კატეგორიული მოთხოვნისა ავტოდრომის მფლობელისა-ფედერაციის პრეზიდენტისა და ორგანიზატორისა (ერთი და იგივე პირი), რომ არ დაუშვებდა ამ კლასის არსებობას, რადგან ეს კლასი ორგანიზატორის ძვირიანი კლასის დაშლის წინაპირობა იქნებოდა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და 2015 წლის სეზონზე სრულიად განუმეორებელი სანახაობა ვაჩუქეთ ქართული ავტოსპორტის გულშემატკივრს!

2015 წლის ნოემბერში, როცა სეზონი დამთავრდა  ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ფედერაციის პრეზიდენტთან-ავტოდრომის მფლობელთან – ორგანიზატორთან ( ერთი და იგივე პირია) 2016 წლის სეზონთან დაკავშირებით, ჩვენი მოთხოვნები იყო სულ რამდენიმე :

  1. სასტარტო გადასახადი არ უნდა ყოფილიყო კაბალური, რასაც ბიუჯეტური კლასი ვერ გაწვდებოდა და ხელს შეუშლიდა ახალი გუნდების ჩამოყალიბებას.
  2. ერთი და იგივე საბურავების მომწოდებელისგან საბურავების შეძენა კონკრეტულ ფასად, რათა ყველა პილოტი ყოფილიყო ერთი და იგივე პირობებში.
  3. გამოყოფილიყო ერთი ვარჯიშის დღე ლიცენზირებული პილოტებისთვის სიმბოლურ ფასად.
  4. შეჯიბრის ორგანიზატორს დაეცვა სრულად სპორტული კოდექსი.

2016 წლის აპრილამდე მიუხედავად რამდენიმე შეხვედრისა ავტოსპორტის სხვა და სხვა დონის მესვეურებთან, მაინც ვერ მივიღეთ ოფიციალური პასუხი საერთოდ სეზონის ბედზე და როგორც იქნა 2016 აპრილი შუა რიცხვებში ფედერაციის პრეზიდენმა-ავტოდრომის მფლობელმა გამოგვიყო დრო და შეგვხდა. მივიღეთ დაპირებები:

ყველა პუნქტი იქნება შესრულებული მეტიც ის გამოხატავდა წუხილს, რომ “ეს ხომ ისედაც ესე უნდა ყოფილიყო” და ა.შ. ერთად ერთი რამ რაც მან განგვიცხადა იყო ის. რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო წინა სეზონის ფასების 10% ფასების მატება რასაც ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ და დავეთანხმეთ.

შევთანმხდით ყველა ციფრზე რომელიც ადეკვატური იყო, თუმცა უარი განგვიცხადა ამ ყველაფრის დოკუმენტურად დაფიქსირებაზე.

2016 წლის მაისის მიწურულს ფედერაციის პრეზიდენტმა-ავტოდრომის მფლობელმა გამოაქვეყნა 2016 წლის სეზონის ფასები სადაც ყველაფერი იყო გაორმაგებული, წინა სასტარტო გადასახადი, ქრონომეტრაჟი, ვარჯიში, უფასო ვარჯიშის დღე რომელიც 3 წელი არსებობდა სრულიად გაუქმდა და ასავე აღმოჩნდა რომ შეჯიბრამდე 2 კვირით ადრე, თურმე საერთოდ არც შეუკვეთავს სარბოლო საბურავები რომელზეც ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს შევთანმხდით. ასევე აღმოჩნდა, რომ მან ვერ უზრუნველყო კლასი გენერალური სპონსორით, თუმცა ჩვენი ყველა მოყვანილი სპონსორი დაიბლოკა.

სეზონის გახსნამდე 2 კვირა იყო დარენილი, რომ ჩვენ ვცადეთ კიდევ რამდენიმე შანსი მიგვეცა გადარჩენილიყო სეზონი ჩაშლისგან, თუმცა ერთად ერთი შემხვედრი ნაბიჯი რაც მივიღეთ რბოლის წინა ღამეს იყო ფედერაციის პრეზიდენტსგან-ავტოდრომის მფლობელისგან- ორგანიზატორისგან (ყველა ერთი პირია) უკვე გაორმაგებულ ფასებზე მინუს10 ლარი, რაც თავისთავად შეურაწმყოფელი აღმოჩნდა თითოეულ ჩვენთაგანისათვის!

41-მდე მრბოლელმა ვერ შეძლო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ფედერაციის პრეზიდენტი-ავტოდრომის მფლობელი, არ არის ამ კლასის განვთარებით დაინტერესებული რაც მან ბევრჯერ დაგვიდასტურა კლასის წინაამღდეგ გადადგმული ნაბიჯებით!

ჩვენთვის მიუღებელია ამ გვარი დამოკიდებულება და ყველა ძალღონეს ვიხმართ, რათა უმოკლეს დროში დაუბრუნდეთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს! – ნათქვამია განცხადებაში.