LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ იყოფს ცაგერის, ლენტეხისა და ზემო სვანეთის მოსახლეობა ლატფარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას – რას აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე

107
ჭყონდიდი

ცაგერის, ლენტეხისა და ზემო სვანეთის მოსახლეობას შორის  ლატფარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას ვერ იყოფენ.

ადგილობრივი ეპარქიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დავის მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციას თხოვნით მიმართავენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს ზუსტად გამიჯნავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის, წარმოქმნილი უთანხმოება სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას იწვევს. წერილის ავტორები, მიტროპოლიტები ილარიონი და სტეფანე არიან.

“როგორ შეიძლება ეკლესია რამე მოთხოვნა ჰქონდეს, რაღაც კერძო დავაში. არაფერი მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს, უბრალოდ მშვიდობისკენ მოვუწოდეთ. იქ, ვისაც ჰქონდა სადავო იმათ ვუთხარით, რომ ეკლესიასთან მიმართებით ფრთხილად იყვნენ და ზედმეტი არაფერი გააკეთონ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. არის დავა და ეს დავა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუ ზემო სვანეთის იურისდიქციაში გადავა ეს მიწები, ტაძარიც თავისთავად იმ იურისდიქციაში გადავა, ჩვენ ერთმანეთში არ გაქვს პრობლემა,”- აცხადებს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.

ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები ერთობლივ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„ჩვენი ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც დაკავშირებულია ქვემო და ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე მიწების ფლობასთან, ნებსით თუ უნებლიეთ, იწვევს სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს ლატფარის წმინდა ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარი.

საკითხის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივმართავთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, ასევე – ყველა შესაბამის უწყებას, რათა დროულად შეიქმნას საკითხის შემსწავლელი კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან დაინტერესებული მხარეები და საბოლოოდ გადაწყვეტენ სადავო საკითხებს.

ხელისუფლების მიერ ზუსტად დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც, რადგან ზემო და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვარი განსაზღვრავს ჩვენი ეპარქიების იურისდიქციის ფარგლებს და, შესაბამისად, ამა თუ იმ ტაძრის კუთვნილების საკითხსაც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები