LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უფასურდება ლარი? – მთავრობა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

52

საქართველოს მთავრობა ეროვნული კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მცურავი კურსია, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლარის კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:

  1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით;
  2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზეფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.
  3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდანთემით სპეკულაციის მცდელობა.

ამასთან, მთავრობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ ფაქტორების პარალელურად სამომხმარებლო ფასების ინდექსი არიზრდება.

განცხადებაში მოსახლეობის წინაშე რეალურად მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემაზეცაა საუბარი.

”ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად დგას,  ეფუძნება სასესხო პორტფელისგადაჭარბებულ დოლარიზაციას. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:

  1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე – გაიზრდებაინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნებაშემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;
  2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრომექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.

შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარიქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.

დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას დალარის კურსის დასტაბილურებას”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.